|
2016-12-08 17:22:48, 1256 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის - OGP 16'' მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან მარკ ეროს სახელით გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც OGP16 -ის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, გიორგი მარგველაშვილს სამიტში და ოფიციალურ მიღებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. ჟან მარკ ეროსის განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს დელეგაცია ყოველთვის განსაკუთრებული პატივით იქნება მიღებული და საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება. ''OGP16 - ღია მმართველობის პარტნიორობის" რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იღებდნენ. „ღია მმართველობის პარტნიორობა - OGP'' 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ს შეუერთდა და მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. პარტნიორობის ფარგლებში საქართველო 2014 წელს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად და 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან კი, ერთი წლის ვადით, საქართველო წამყვანი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)