|
2016-12-07 21:51:14, 1068 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მოხარულები ვართ, რომ 2017 წლიდან საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარიზში „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალურ სამიტზე'' სიტყვით გამოვიდა და სამიტის მონაწილეებს მიმართა, როგორც სამიტის თანათავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა. სამიტის მონაწილე ქვეყნის ლიდერებისათვის საფრანგეთის პრეზიდენტმა "სალ პლეიელში" ოფიციალური დახვედრის ცერემონია გამართა, რის შემდეგაც ფრანსუა ოლანდმა სამიტი გახსნა. სამიტის მონაწილეებმა აშშ-ს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა მოისმინეს. სიტყვით გამოსვლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის მასპინძლობისათვის. ,,ეს არის დიდებული შესაძლებლობა, რათა ვისაუბროთ ღია მმართველობაზე და იმ პრიორიტეტებზე, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და ვუზიარებთ ერთმანეთს. საქართველო ამ პროცესის ნაწილია პრაქტიკულად დასაწყისიდან და ჩვენ (ამ ხნის განმავლობაში) მხარს ვუჭერდით ღია მმართველობის პროცესს და ასევე აქტიურად ვაზიარებდით ჩვენს და მეზობელ რეგიონში არსებულ გამოცდილებას. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ 2017 წლიდან საქართველო გახდება თავმჯდომარე ქვეყანა, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გვაძლევს მიღებული გამოცდილების გაზიარებისა და მათი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, ვინც მიაღწია წარმატებას და მოახდინა მმართველობის წინსვლა OGP-ის 5 ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მზარდი დემოკრატიის პირობებში საქართველომ მრავალი რეფორმა განახორციელა და თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია ღია მმართველობათან დაკავშირებული რეფორმების, ბიზნესის კეთების და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებითაც. სამიტს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)