|
2016-12-07 17:02:41, 907 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის დელეგაციის მხრიდან საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივას გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შესაბამის ფორმატებში საქართველოს პრობლემატიკის დღის წესრიგში არსებობა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის შედეგია. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის დაყენება და ისმხარდამჭერი პოზიციები, რომელიც გამოიხატა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი ტერიტორიებისოკუპაციის თემა, რუსეთის ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად დღეს საერთაშორისოსაზოგადოების დღის წესრიგშია. მივესალმებით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებშიც მოხდა მისი განხილვა " -განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, როგორც გაეროში საქართველოს მისია იტყობინება, 6 დეკემბერს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულიკონსულტაციები, რომელსაც მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ესწრებოდნენ. პარტნიორებთან ქართულიმხარის აქტიური მუშაობის შედეგად უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციების ფარგლებში სხვადასხვა საკითხებისგანხილვისას უკრაინის დელეგაციამ, რომელიც უშიშროების საბჭოში წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისჯგუფის ქვოტით (საქართველო ამ ჯგუფის წევრია) წამოჭრა საკითხი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოხუმის საოკუპაციორეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. „შეთანხმების"რატიფიკაციის თაობაზე, დაგმო რუსეთის ქმედებები და შეაფასა, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები ასევე გაკეთდა სხვა პარტნიორი სახელმწიფოებისმიერ. უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან არცერთ წევრ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გარდა, არ გამოუხატავსსაწინააღმდეგო პოზიცია.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)