|
2016-12-06 15:54:20, 2244 ნახვა
სამართალი კომენტარი
ეკა ბესელია: არასდროს მჯეროდა, რომ ფოტოგრაფები დამნაშავეები იყვნენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, ფოტოგრაფები დამნაშავეები არ იყვნენ. როგორც ბესელიამ აღნიშნა, დაკავებულ ფოტოგრაფებზე მიმდინარეობდა განსაკუთრებული ზეწოლა, თუმცა საზოგადოების სოლიდარობამ, მათ შორის, ჟურნალისტების სოლიდარობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. "არც მაშინ მჯეროდა, რომ ფოტოგრაფები დამნაშავეები იყვნენ და მით უმეტეს, არც ახლა. მახსოვს, როდესაც გიორგი აბდალაძეს ზეწოლით უარი ათქმევინეს ჩემს ადვოკატობაზე. მან სასამართლო პროცესზე ჩემი აცილება მოითხოვა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ პროცესი ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ეკა ბესელია "ფოტოგრაფების" საქმის გახსნა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეები, რომლებიც დაკავებულ ფოტოგრაფებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ, სათანდოდ დაისჯებიან. შეგახსენებთ, პროკურატურამ "ფოტორეპორტიორების საქმეზე" 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აქტიურად აშუქებდნენ. ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე დააკავეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)