|
2016-11-28 15:58:29, 1799 ნახვა
სამართალი
მოქალაქეებს 17 930 338 ლარის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდათ
ამ ეტაპზე გამოძიებული და გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი და მხილებულია 32 საჯარო მოხელე, რომელთაგან 23-ის მიმართ, გამოძიების წინაშე მათი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, დისკრეცია გამოიყენეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2 საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება მათი გარდაცვალების გამო, ხოლო 7 პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. „ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი 85 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ 71 ავტომანქანა, 12 მიწის ნაკვეთი, ასევე სხვადასხვა დასახელების უძრავი და მოძრავი ქონება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 17 930 338 ლარს”, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილება გახდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი. „საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ამ ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურამ 16 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, საიდანაც 2 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა როგორც გამოძიების დროს მოპოვებული, ასევე სასამართლო განხილვის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი იყვნენ მსჯავრდებულნი”, - ნათქვამია ანგარიშში.
ისრაელის არჩევნებზე ხმების 56.7%-ის დათვლის შემდეგ, უმრავლესობას ვერცერთი ბლოკი ვერ ფლობს
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით თოჯინების თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
აშშ-მ შესაძლოა ირანზე დარტყმები განაახლოს შუალედური არჩევნების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)