11:58 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 10:36:59, 604 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ შესაძლოა ირანზე დარტყმები განაახლოს შუალედური არჩევნების შემდეგ

ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ მოკლევადიანი, მაგრამ ინტენსიური სამხედრო მოქმედებებისთვის მზადყოფნა გამოუცხადა, იტყობინება The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ამ წყაროების თანახმად, აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი რაუნდის დასაწყებად ემზადებიან იმ იმედით, რომ თეირანის პოზიციას შეასუსტებენ და მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ.

პოტენციურ სამიზნეებს შორისაა ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბირთვული ობიექტები, სარაკეტო სისტემები და დრონები.

აღნიშნულია, რომ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება დარტყმებთან დაკავშირებით და დიპლომატიური ძალისხმევა მიმდინარეობს.

ამასობაში, თეთრმა სახლმა გაზეთს განუცხადა, რომ ისინი კომენტარს არ გააკეთებენ „მგრძნობიარე სამხედრო გეგმებზე, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს“.

„პრეზიდენტი ტრამპი განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა უზრუნველყოს, რომ ირანმა არასდროს შეიძინოს ბირთვული იარაღი“, - დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics