|
2016-11-25 17:24:19, 1873 ნახვა
სამართალი
პროექტის გახდი სასამართლოს მეგობრის თეორიული კურსი დასრულდა
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ პროექტით „გახდი სასამარლოს მეგობარი“ გათვალისწინებული თეორიული კურსის ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 24 ნოემბერს, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ სადისკუსიო კლუბში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილება მიიღო მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კუბლაშვილმა, რომელმაც პროექტის მონაწილეებსა და დაინტერესებულ პირებს, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებს თავისი მოსაზრებები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, როგოც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და ეფექტური პრაქტიკის განხორციელებისათვის საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაზეც ორგანიზაცია მუშაობს და კანონპროექტის დასრულების შემდგომ, ინიციატივას პარლამენტს წარუდგენს. პროექტის თეორიული კურსის დასრულების შემდგომ, პრაქტიკული დავალების ფარგლებში, გამარჯვებულების გამოსავლენად ორ ტურიანი კონკურსი მიმდინარეობს. სხვადასხვა ორგანიზაციებითა დაკომპლექტებული ჟიური დეკემბრის თვეში, პროექტის ორ გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში (2017 წლის იანვარი - ივნისი), თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე საქმეებზე, ზაზა მეიშვილის ჩართულობით 5-5 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას მოამზადებენ. პროექტის გამარჯვებული მონაწილეები მომზადებული სასამართლოს მოსაზრებებში, ჰონორარის სახით 500-500 აშშ დოლარს მიიღებენ. პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“.
(NS)
ისრაელის არჩევნებზე ხმების 56.7%-ის დათვლის შემდეგ, უმრავლესობას ვერცერთი ბლოკი ვერ ფლობს
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით თოჯინების თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
აშშ-მ შესაძლოა ირანზე დარტყმები განაახლოს შუალედური არჩევნების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)