|
2016-11-24 12:27:50, 559 ნახვა
პოლიტიკა
ალან დუნკანი: დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი ურყევია
დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც უსაფრთხოების სფეროში, ისე საერთაშორისო პარტნიორისა და რეგიონში დემოკრატიული მოდელისადმი, ურყევია, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტთ მყოფმა დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა განაცხადა. დუნკანის თქმით, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებს და ქართველი სამხედროები ფანტასტიურ როლს ასრულებენ. „თქვენ ხართ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ნამდვილი მაგალითი. გილოცავთ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც კონკურენტული, კარგად ამდინისტრირებული და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით ჩატარებული. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს ორმხრივი მჭიდრო ურთიერთიბების ხანგრძლვი ისტორია აქვთ, რომელიც ოლივერ უორდროპის პერიოდიდან იწყება, რომელიც იყო დიდ ბრიტანეთის პირველი კომისარი ტრანსკავკასიაში. ჩვენ მას პატვს მივაგებთ ჩვენი სტრატეგიული ორმხრივი დიალოგისთვის მისი სახელის წოდებით. მოხარული ვარ, რომ ეს ხდება აქ, თბილისში“, - აღნიშნა დუნკანმა. ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, წელს „უორდროპის დიალოგი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც წლევანდელი დიალოგის ერთობლივ დეკლარაციაში აისახება. კერძოდ, მიღწეულა შეთანხმება, რომ ეს ფორმატი მასშტაბურ სტრატეგიულ ხასიათს მიიღებს და მას „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდება. მუშაობა 3 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარიმართება: პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; ხალხთაშორისი ურთიერთობები, კულტურა და განათლება. ცნობისთვის, 4-8 დეკემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის პარტიათაშორისი ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტი უმასპინძლებს. უახლოეს მომავალში ბრიტანელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მრგვალი მაგიდა ჩატარდება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)