|
2016-11-21 14:03:43, 777 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში კონფერენცია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ გაიმართება
თბილისში, სასტუმროში „ბილტმორი“ ხვალ კონფერენცია - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ ჩატარდება . კონფერენცია საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ინიციატივების ფარგლებში გაიმართება, რაც ყოველწლიურად, მაღალი დონის, ერთობლივი კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს. ღონისძიების მიზანი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ხელშეწყობაა. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული სექტორული თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტების განხილვას. კონფერენციას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, და ნილს სკოტი - გაეროს ელჩი საქართველოში, და დავით ბაქრაძე - საქართველო სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები საქართველოში. კონფერენცია ჩატარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში და შვედეთის მთავრობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)