14:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 02:53:46, 715 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 814 უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.67% მიიღო

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 814 უბანზე, პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.67% მიიღო

ენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  814  საარჩევნო  უბნის მიხედვით პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ის პროპორციული სისტემით დათვლილი შედეგების 22%-ია.

თამარ ჟვანიას ინფორმაციით, წინასწარი შედეგები ასეთია:

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4.8%;

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“ - 0,7%;

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 3.23%;

„ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ - 0.1%;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 24.85%;

„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ - 1.47%;

„თამაზ მეჭიარუი ერთიანი საქართველოსთვის“ - 0.16%;

„დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - გაერთიანებული ოპოზიცია - 4.66%;

„შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2.82%;

„სახალხო ხელისუფლება“ - 0.6%;

„საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები“ - 0,7%;

„დავით თევზაძე საქართველო მშვიდობისათვის“ - 0,24%;

„მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - 0,4%;

„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ - 0 ,8%;

„საქართველო“ - 0,1%;

„ქართული იდეა“ - 0,12%;

„თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ - 0.99%;

„მერაბ კოსტავას საზოგადოება“ - 0.5%;

„სახალხო პარტია“ - 0.6%;

„კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჭიღლაძე, არჩილ ბერიძე, მემარცხენე ალიანსი“ - 0.5%;

„ეროვნული ფორუმი“ - 0.51%;

„ირაკლი ალასანია თავისუფალი დემორკატები“ - 3.45%;

„ზვიადის გზა უფლის სახელით“ - 0.6%;

„ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი“ - 0.5%;

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 52.67%;

„უბნების რაოდენობის დათვლასთან ერთად შესაძლოა შედეგები შეიცვალოს“, - დასძინა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics