23:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 02:33:48, 695 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანია: სამწუხაროა, რომ ორ უბანზე მთვრალი უცხო პირების შესვლის გამო, ამომრჩევლის ნებას საფრთხე დაემუქრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ნასვამ მდგომარეობაშიმ მყოფი უცხო პირები შევარდნენ და უბანი დაარბიეს.

„რაც შეეხება ზუგდიდის 79- ე და 108-ე უბნებთან დაკავშირებით შემთხვევებს, მინდა დიდი წუხილი გამოვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ვადასტურებთ, რომ ამ უბნებზე მოხდა სერიოზული ფიზიკური დაპირისპირება, როგორც 79-ე , ისე 108 უბნიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ნასვამი უცხო პირები, რომლის ვინაობაც ჩვენთვის უცნობია, შევარდნენ უბანში, გამოაძევეს იქიდან კომისიის წევრები და დაარბიეს უბანი, დალეწეს ინვენტარი და და საშუალება იმისათვის, რომ ხმის დათვლის პროცესი გაგრძელებულიყო, არ არსებობს. საქმის კურსში ჩავაყენეთ პოლიციის შესაბამისი უწყება, შსს“,-განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ორ უბანზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი უცხო პირების შესვლის გამო, ამომრჩევლის ნებას საფრთხე დაემუქრა.

„რაც შეეხება ქუთაისს, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია კონკრეტულად ერთ უბანზე, როცა მოხდა დაპირისპირება, თუმცა ადილზევე აღმოიფხვრა და უბანზე შიგნით რაიმე ზეგვალენა არ მოუხდენია.იმედი მაქვს, როგორც საარჩევნო სუბიექტები, ისე მათი მხარდამჭერები,წინასწარი შედეგების მიუხედავად, მისცემენ საზოგადოებას და საარჩევნო ადმინისტრაციას, მშვიდ გარემოში დასრულდეს არჩევნები“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics