12:29 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 23:04:12, 671 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ვერ ლახავს ბარიერს

ძალიან მნიშვნელოვანი ინფრომაციაა, რომ „პატრიოტთა ე.წ. ალიანსი“ ვერ ლახავს ბარიერს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის ლაივის დროს განაცხადა.

როგორც ოდესის გუბერნატორმა აღნიშნა, შემოსული ოქმებით, მაჟორიტარულ ოლქების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს.

"რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრომაციაა, რომ "პატრიოტთა ე.წ. ალიასნი" ვერ ლახავს ბარიერს და ამ მომენტში პროპორციული სიით განსხვავება მანდატებს შორის, ორ დარჩენილ პარტიას შორის, ჩვენი ერთია "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" არის სულ რამდენიმე მანდატი და შემოსული ოქმებით მაჟორიტარულ ოლქების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კომისიებში უნდა ვიმუშაოთ ძალიან მაგრად. არავინ არ უნდა მიატოვოს პოსტი კომისიებში, მით უმეტეს უნდა გვესმოდეს რომ ყველაფერი წინ გვაქვს, და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეული მანდატის დაცვა, იმიტომ რომ სიტუაცია არ არის ზუსტად ის რაც თავიდან გამოჩნდა. აშკარად ყოველწუთიერად იცვლება უკეთესობისკენ, ამიტომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა ხელები, არამხოლოდ არავინ არ ჩამოუშვას, არამედ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ყოველი ოქმი უნდა იყოს დაცული და მე დარმწუნებული ვარ რომ ბევრად უფრო კარგ შედეგს მივიღებთ ვიდრე წარმოგვედგინა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, GFK-ის ბოლო მონაცემების შედეგად, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics