11:34 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 19:02:59, 602 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ტუღუშის განცხადებას „ბინძურ ტყუილს“ უწოდებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძროაბის“ სპიკერის გიორგი ტუღუშის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდნენ.

როგორც პარტიის მდივანმა აღნიშნა, ტუღუშის მიერ გაკეთებული განცხადება არის „ბინძური ტყუილი“.

„გიორგი ტუღუში, რომელიც იყო სააკაშვილის ომბუდსმენი და სააკაშვილის დროს სასჯელაღსრულების მინისტრი, მანაც გაავრცელა ბინძური ტყუილი. ესეც არ გვიკვირს მისგან. მან თქვა თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ ამ უბანს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ესენი იყვნენ „ნაც. მოძრაობის“ აქტივისტები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ ვპირდებით ამ პარტიის აქტივისტებს, მათ შორის იმამყულიევს, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია, ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ყიზილაძლოს 48-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და სამართალდამცველებს დაესხნენ თავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
ისრაელის არჩევნებზე ხმების 56.7%-ის დათვლის შემდეგ, უმრავლესობას ვერცერთი ბლოკი ვერ ფლობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics