|
2015-03-16 13:45:13, 681 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: აქედან რომ გავალ, ვიცი მომხვდება
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ ძალთა შორის ფართო კონსესუსი აუცილებელია და ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო. როგორც უსუფაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მიმიდნარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პოლიტიკურ ძალებს შორის სასურველია მეტი კონსულტაციები იყოს. უსუფაშვილი „რესპუბლიკური“ პარტიის სახელით აცხადებს, რომ კონსულტაციების პროცესში აქტიურად ჩართვა სურთ. თუმცა, მან აქვე აღნიშნა, რომ „ია –ვარდით მოფენილი გზა, არც „რესპუბლიკელების“ შიგნითაა“. პარლამენტის თავჯდომარის შეფასებით, საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, უნდა იმსჯელონ, იკამათონ და გადაწყვეტილება ისე მიიღონ. „ვფიქრობ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შეგვიძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. აუცილებელია, პოლიტიკურ ძალთა შორის ფართო კონსესუსი. ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა ხმათა გარკვეული რაოდენობა, პოლიტიკურ ძალებს შორის მეტი კონსულტაციებია საჭირო. პარტიის სახელით ვამბობ, რომ გვინდა ამ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა, აქვე მოგეხსენებათ, რომ ია – ვარდით მოფენილი გზა არ არის არც „რესპუბლიკელების“ შიგნით. მე ახლა რომ ვსაუბრობ, თან მახსენდება რამდენიმე გვარი და სახელი და აქედან რომ გავალ, ვიცი მომხვდება, რადგან ბევრს ლაპარაკობ შენ მანდო. რესპუბლიკურ პარტიაში გვაქვს ეს ტრადიცია, რომ ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. ვთხოვ ყველა პარტიას, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, გავითვალისწინოთ მოსაზრებები და შემდეგ პოზიციები ჩამოვაყალიბოთ და ეს პოზიციები იყოს მკაფიო“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. რაც შეეხება პარლამენტში ქალთა მონაწილეობის გაზრდას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სჭირდებათ არა იმდენად ქალებს, რამდენადაც კაცებს, რადგან საუბარია საქმის კეთებაზე და არა პრივილეგიებზე.
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)