|
2015-03-15 23:16:52, 662 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: საზოგადოება, თუ ვერ შეაფასებს ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს, შეიძლება, ახალი უბედურება მივიღოთ
„საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა თუ ვერ შეაფასებს ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს, შეიძლება, ახალი უბედურება მივიღოთ“,-ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 2030-თან სტუმრობისას განაცხადა. „საზოგადოება,ჩვენი მოსახლეობა თუ ვერ შეაფასებს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას, ჩვენი საზოგადოება , თუ ვერ გაიგებს და ვერ შეაფასებს სწორად ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს და იმაზე მეტს მოითხოვს მისგანვე არჩეული მთავრობისგან, შეიძლება, ჩვენ ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ბოლო 22 წლის განმავლობაში ჩვენ, საუბედუროდ, სხვისგან ვერ მოვასწარით თუ ვერ მოვახერხეთ გვესწავლა, როგორ უნდა გვემართა საკუთარი ქვეყანა, გამოცდილება არ გვქონდა და ყველა ტიპის უბედურება, რაც კი შეიძკება არსებობდეს, საკუთარ თავზე გადავიტანეთ - სამოქალაქო ომი ვიწვნიეთ, შემდგომ დანგრეული ქვეყანა და მასიური კორუფცია და მესამე მთავრობას თუ გავიხსენებთ, ყველაზე დიდი უბედურება, ორივე ერთად გაერთიანებული – მოძალადე ხელისუფლება მივიღეთ და მე ანალიზს არ ვაპირებ დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" რას აკეთებდა 9 წლის განმავლობაში", -განაცხადა ივანიშვილმა. ამასთან, ივანიშვილმა დასძინა, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მოსახლეობას საკუთარი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა დაუბრუნდა. "საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ აირჩიოს და როგორ. ეს საკითხები ისე იყო გადადებული თუ გახსოვთ თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, თუ გახსოვთ, აქ აქცენტსაც აღარ აკეთებდნენ, რომ აქ ასარჩევი იყო. ვიღაც იტყოდა გარეთ, ჩვენი სამეგობროდან და ის გადაწყვეტდა, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და როგორ უნდა არჩეულიყო პარლამენტი. მოსახლეობას ახლა ლეგიტიმური უფლებები დაუბრუნდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)