|
2016-09-24 13:29:52, 796 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი არასამთავრობო სექტორისთვის წყალტუბოს შესახებ სამოქმედო გეგმის გაცნობა და გამარჯვების შემთხვევაში სამომავალო თანამშრომლობის გზების განხილვა იყო. "არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა და თანამონაწილეობა ქალაქის ხვალინდელი დღისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდანაც არის სრული მზაობა, რომ სამომავლოდაც ვითანამშრომლო და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები, ინიციატივები, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი ქალაქის განვითარებას", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა. წყალტუბოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილ ქალთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, მნიშვნელოვანია კანდიდატთან პირისპირ შეხვედრა, საჭირო კითვების დასმა და მათზე პასუხების მოსმენა. "როდესაც ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატი ამა თუ იმ პარტიიდან იყრის კენჭს, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია, გავეცნოთ მათ შეხედულებებს, მათ სამომავლო გეგმებს და გვქონდეს ურთიერთობები, ჩვენც დავსვათ ჩვენი შეკითხვები და მოვისმინოთ მათგან პასუხები", -აღნიშნა წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის თავმჯდომარე ლალი გრიგოლავამ. შეხვედრაზე კანდიდატმა არასამთავრობო სექტორს მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპის ცხრილი გააცნო. მეტი ღიაობისთვის ცოტნე ზურაბიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრებზე დასწრება შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპს 25 სექტემბერიდან განაახლებს.
(NS)
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)