|
2016-09-23 14:36:27, 710 ნახვა
პოლიტიკა
ჟვანია: ძალიან მცირეა იმ ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ხმას დისლოკაციის ადგილის მიხედვით მისცემენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ძალიან ბევრი სამხედრო მოსამახურე არჩევნებზე ხმას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისცემს და სპეციალურ სიაში შეყვანილი ჯარისკაცების რაოდენობა ძალიან მცირე იქნება. თუმცა, როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალური სიები ყველა ოლქში დადგენილ ვადაში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დამტკიცდება და გაირკვევა, ზუსტად რამდენი ჯარისკაცი მისცემს ხმას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და რამდენი-დისლოკაციის ადგილის მიხედვით: "ყველა სამხედრო ნაწილის მეთაურმა არჩევნებამდე 25 დღით ადრე, შესაბამის საარჩევნო კომისიებს მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ სიაში შესაყვან ამომრჩეველთა შესახებ, რომლებიც დისლოკაციის ადგილის მიხედვით მისცემენ ხმას. ისინი შედიან სპეციალურ სიებში. ეს ადამიანები მიემაგრებიან ყველაზე ახლომდებარე ჩვეულებრივ სამოქალაქო უბანს. სპეციალური სიები ყველა ოლქში დამტკიცდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და იქნება ცნობილი, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება შეყვანილი კონკრეტულ უბანზე. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ძალიან ბევრი სამხედრო მოსამახურე ხმას მისცემს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ძალიან მცირეა ის რაოდენობა, რომლებიც სპეციალურ სიაში იქნებიან შეყვანილი და დისლოკაციის ადგილის მიხედვით მისცემენ ხმას",-განაცხადა ცესკო-ს თავმჯომარემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)