|
2016-09-23 13:25:40, 703 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგაძე: 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს
“2 კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენ კი თქვენთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ზრუნვას, რათა თითეულმა საქართველოს მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, - ამ სიტყვებით მიმართა მორიგ შეხვედრაზე 70-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძემ პეტრე იბერის ქუჩის ამომრჩევლებს. შეხვედრაზე მუხრან ვახტანგაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო, პასუხები გასცა მათ მიერ დასმულ კითხვებს და შესაძლებლობის ფარგლებში ამომრჩევლებს დაპირდა არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას. “ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვგეგმავთ განვახორციელოთ", - განაცხადა ვახტანგაძემ. შემდეგი: • 2017 წლიდან დაინერგება ახალი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები; • მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 2017 წლიდან 800 ლარზე მეტი გახდება; • ამაღლდება მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი, სასკოლო განათლების პროცესში საკუთარ პროფესიებში წარმატებული ადამიანები ჩაერთვებიან; • დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის; • ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის გახსნით საქართველოში საერთაშორისო ხარისხის განათლების მიღება გახდება შესაძლებელი, რაც სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან მოიზიდავს; • გამოყენებითი მეცნიერება ხელმისაწვდომი გახდება ყველა სამეწარმეო სუბიექტისა და ახალი იდეებისთვის. ამ მიზნით 42 კვლევითი ინსტიტუტი დამატებით 50 მილიონი ლარით დაფინანსდება. • დამტკიცდება მაღალმთიან დასახლებებში სპორტში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა; • სათანადოდ მომზადებული პროფესიული კადრებით ქვეყნის უზრუნველსაყოფად განხორციელდება სპორტის უნივერსიტეტის რეფორმა; • თელავში, გორში, რუსთავსა და ბათუმში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სპორტის სასახლეები, თბილისსა და ქუთაისში კი - საერთაშორისო სტანდარტების ფეხბურთისა და რაგბის 20 ახალი კომბინირებული მოედანი; • თბილისში ჭიდაობის სასახლე და სპორტსმენთა რეაბილიტაციის ცენტრი აშენდება; • ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა ღია სატრენაჟორო სივრცეები; • მომდევნო 5 წლის განმავლობაში 265 მლნ ლარით დაფინანსდებიან საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა დონის საფეხბურთო გუნდები; • ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან კოორდინაციით შემუშავდება სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რაც, ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიან გამოყენებას განაპირობებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს მე-8-ე მოწვევის პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია , რომელმაც ამომრჩევლებს პროგრამის სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია, რაც ქვეყნის განვითარებისათვის ერთობ მნიშვნელოვანია, კერძოდ: ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკა, ადამიანი და დემოკრატიული განვითარება. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)