18:41 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 14:55:25, 636 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატები - ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.

“ნასაკირალში ძალიან მშრომელი და ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო ღირსეული ხალხის ღირსეული დეპუტატი. პრობლემებს აუცილებლად ერთად მოვაგვარებთ, რადგან ამას პირადი მიზნებისთვის კი არა, ქვეყნის და ხალხის სიყვარულით ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი განახლებული გუნდი ქვეყნისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. სწრაფი განვითარების გზით ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ადგილობრივებს ასევე მიმართა არჩილ თალაკვაძემ: „თქვენი ერთსულოვანი მხარდაჭერით ნასაკირალში აუცილებლად გავიმარჯვებთ. მჯერა, რომ ხმას მისცემთ მომავლის ლიდერებს და თქვენი არჩევანი თითოეულ ოჯახს სასიკეთოდ დაუბრუნდება“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics