|
2016-09-21 16:10:35, 758 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე: ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს უფრო მეტად შეეწყოს ხელი
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მუხიანი-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში გლდანის პირველ მიკრორაიონში მომუშავე მცირე მეწარმეები მოინახულა. ლევან კობერიძემ მათ საკუთარი წარსულისა და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა. "მე ბიზნესიდან მოვდივარ და ძალიან კარგად მესმის თითოეული თქვენგანის როლი ეკონომიკაში. თქვენ კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ გვერდში დგომა იმისათვის, რომ გაძლიერდეთ და რაც შეიძლება მალე იგრძნოთ კეთილდღეობა, რომელსაც საკუთარი დაუღალავი შრომითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნით." მაჟორიტარობის კანდიდატმა მეწარმეებს მთავრობის ეკონომიკური პროგრამა გააცნო და მომავალში თითოეულ მეწარმეს გვერდში დგომას დაჰპირდა. „ახალი საგადასახადო მოდელი ,რომელიც პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულია და 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა. ძირითადი ცვლილება ეხება მოგების გადასახადის გაუქმებას. რომლის ხარჯზე წლიურად, დამატებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ჩაიდება ქართულ ეკონომიკაში და ამ საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციით ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ლევან კობერიძის თქმით: ასევე უნდა განვავითაროთ და დავხვეწოთ მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები, ჩვენ უკვე შევქმენით „ სტარტაპ ჯორჯიას“ფონდი რომლის მეშვეობითაც უამრავი ახალი ბიზნეს იდეა ფინანასდება. ამ ბიზნესების თუნდაც მცირე ნაწილის წარმატებაც კი ასმაგ, ათასმაგ ეფექტს მოგვცემს ეკონომიკაში. ეს მსოფლიო გამოცდილებაა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)