|
2016-09-21 15:21:18, 648 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის გენერალური კონსული: სკოლები ბევრ ქვეყანაში გვაქვს და ისინი ჩვენს განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან
ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხს თურქეთის გენერალური კონსული გამოეხმაურა. იასინ თემიზქანის განცხადებით, თურქეთს სკოლები ბევრ ქვეყანაში აქვს და ისინი თურქეთის განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან. მისივე განმარტებით, ასეთი სკოლები მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს ემსახურებათ, თუმცა მათ საქარველოში ქართულ ენასა და კულტურასაც შეასწავლიან: "თურქეთს აქვს სკოლები უამრავ ქვეყანაში. ეს სკოლები თურქეთის განათლების სამინისტროს ექვემდებარება და მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს ემსახურებათ. თუმცა, ჩვენ ბავშვებს შევასწავლით ქართულ ენასა და კულტურას.მინდა, რომ ეს სკოლა იყოს ხიდი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს შორის",-განაცხადა იასინ თემიზქანიმ. შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია მოითხოვს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ ბათუმში თურქული სკოლის მუშაობა შეაჩეროს, ვიდრე სკოლა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში არ მოექცევა. სამნიძის მტკიცებით, სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ სკოლის მშენებლობა იყო უკანონო და მასზე მერიას ნებართვა არ გაუცია.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)