|
2016-09-21 14:18:11, 1063 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე: ვთხოვ ყველა პარტიას, შეასრულონ ის ვალდებულება, რასაც ხელმოწერით დააფიქსირებენ
პოლიტიკური პარტია "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ხელს მოაწერს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მხოლოდ ხელმოწერა საკმარისი არაა, მთავარი მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების დაცვაა: "ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს, რა თქმა უნდა, მოვაწერ ხელს, პრობლემა მაგ მხრივ არ არის, მაგრამ მშვიდობის მტრედები ვინც არიან და ვინც ინიციატორები არიან, ყველას ვთხოვ, ვინც მოაწერს ხელს, რომ მარტო ხელის მოწერა არ არის საკმარისი, ამის დაცვაა საჭირო და უნდა დავიცათ ის პირობები და ვალდებულებები, რასაც ავიღებთ. ნებისმიერი მემორანდუმი გამეორებაა იმ კანონმდებლობიდან და იმ ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, რისი ვალდებულება გვაქვს და რისი არ გვაქვს, ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე. გამეორება ცოდნის დედააო, მართალია არჩევნების წინ, კიბატონო, გავიმეოროთ, მაგრამ ამავე დროს ვთხოვ ყველა პარტიას, განსაკუთრებით ინიციატორებს, რომ შეასრულონ ის ვალდებულება, რასაც ხელმოწერით დააფიქსირებენ", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ. ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა: „ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - ნათქვამია მემორანდუმში.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)