|
2016-09-20 13:05:38, 732 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელების, დიდი და პატარა გარეჯვრის მოსახლეობას შეხვდა. თემურ ხუბულურმა შეკრებილ ამომრჩევლებს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხთა ნუსხა გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონალურ განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებასა და საპენსიო რეფორმას დაეთმო. „ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. ასეთი სისტემა ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას. საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება“, -აღნიშნა ხუბულურმა. მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის „ქართული ოცნება“ გეგმავს რევოლუციური ნაბიჯების გადადგმას. 2020 წლამდე დაიგება 800 კმ- ზე მეტი სიგრძის, 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტობანის მშენებლობა. ამასთან, როგორც ხუბულურმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო. „შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგია (2015-2020), რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები: ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება“, - განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა. (NS)
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)