|
2026-10-27 16:46:20, 321 ნახვა
პოლიტიკა
საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში. აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული პლურალიზმის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებენ, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, მათი გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს. მიმოხილვაში განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა სახელმწიფოს აქვს უფლება, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი საფუძვლების მოშლას, ამ უფლებამოსილების განხორციელება მკაცრ სამართლებრივ შეზღუდვებს ექვემდებარება. ამასთან, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმების გამოყენების ლეგიტიმურობა იმთავითვე უკავშირდება თავად პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას. თუ პოლიტიკური სისტემა კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება, ეს კონცეფცია შეიძლება დემოკრატიული წესრიგის დაცვის საშუალებიდან პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად იქცეს. "პოლიტიკური პარტიის კონვენციასთან შესაბამისობის შეფასება მოითხოვს, რომ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა იყოს კანონით გათვალისწინებული, ემსახურებოდეს კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩარევის პროპორციულობა, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთების რელევანტურობა და საკმარისობა, აგრეთვე იმის გათვალისწინება, შესაძლებელი იყო თუ არა დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით. დოკუმენტში იხილავთ საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია და საქმეებს, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)