|
2016-09-02 14:42:21, 704 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციამ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა
საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის საქმიანობის ისტორიაში პირველად გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. პოლიტიკა განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობასსტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ცესკოში მუდმივმოქმედმა საბჭომ შეიმუშავა, რომელიც 1-ელსექტემბერს ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა. საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ პოლიტიკის განხორციელებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საარჩევნოპროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, რაც სამიძირითადი ამოცანის შესრულებით მოხდება: 1. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულიუთანასწორობის პრევენციისა და საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისთვის; 2. ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სამუშაოადგილებზე ქალების გაძლიერებისთვის; 3. პროგრამების შემუშავება და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა საარჩევნო პროცესშიგენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა გასაძლიერებლად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)