|
2016-09-02 14:06:38, 635 ნახვა
საზოგადოება
კომისიამ ექვსი ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ექვსი ტელეკომპანია შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია",შპს „საფერავი ტვ", შპს „ქართული ტვ", შპს „ტელეკომპანია ქართულ არხი", ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა დაადამიანის უფლებებისათვის" წერილობით გააფრთხილა, რადგან არც ერთ ტელეკომპანიას თავის სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების პროგრამა არ ჰქონია განთავსებული. "ექვსივე ტელეკომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია, რაც „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, გულისხმობს მინიმუმ ორი თემატიკის პროგრამებით, ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობას. ამავე კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარისტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებული არიან, საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა დასაზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში,საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. აღნიშნული დარღვევა კომისიის წინასაარჩევნო პერიოდში მედია მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა. კომისიამ 2016 წლის 8ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო დაოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება. საკითხის განხილვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით კომისიის საჯარო სხდომაზე გაიმართა. მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, კომისიამ ექვსივე ტელეკომპანიის წერილობითი გააფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო",-ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)