|
2016-08-31 15:20:07, 732 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფომ პირველ ბენეფიციარს აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯები აუნაზღაურა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური პირველ ბენეფიციარს აუნაზღაურა, რომელმაც ოზურგეთის რაიონში სოფელ თხილნარში მის საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 0.23 ჰა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მიზნით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრს მიმართა. მოქალაქემ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სრულიად უფასოდ შეძლო. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „გეოპროექტს“ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური 70 ლარის ოდენობით აუნაზღაურა. დღეის მდგომარეობით პროექტის ფარგლებში სააგენტო 200-მდე განაცხადს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის მთლიანი მოცულობა ერთ მესაკუთრეზე 1,5 ჰა–დან 5 ჰა–მდეა აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ანაზღაურებას. ასანაზრაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 100 ლარს. თუ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი მოცულობა ერთ მესაკუთრეზე 1,5 ჰა–მდეა სახელმწიფოს მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 80 ლარს. დაინტერესებული პირი მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად მიმართავს ამზომველს; ამზომველი, დაინტერესებულ პირთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე ამზადებს მიწაზე შესაბამის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს. დაინტერესებული პირი ამზომველის მიერ შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მიმართავს საჯარო რეესტრს, მიწის პირველადი რეგისტრაციის ან/და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით. დაინტერესებული პირი საჯარო რეესტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას; სააგენტო საჯარო რეესტრის მომართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის შესაბამისი ხარჯის ანაზღაურებას. პროექტის ფარგლებში, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)