|
2016-08-31 15:01:51, 674 ნახვა
საზოგადოება
საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ
ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 80 მოხალისეს მოხალისეობრივი საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. სერტიფიკატები მოხალისეებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა დაგლას ბოლმა, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცეს. საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია სააგენტომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დაიწყო, რომელშიც ჯამში 160 მოხალისე ჩაერთო. მათგან ნაწილი, 80 მოხალისე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში, კარდაკარის პრინციპით, პირისპირ შეხვდა დევნილ ოჯახებს და გააცნო ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხალისეები ჯამში 3 000 - მდე დევნილ ოჯახს ესტუმრნენ. მოხალისეებმა დევნილ ოჯახებს საინფორმაციო მასალებიც დაურიგეს. საინფორმაციო კამპანიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 6000 - ზე მეტ დევნილ ოჯახს ექნება ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)