|
2016-08-30 19:02:04, 762 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრი პედაგოგების გამოცდების შედეგებზე: ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს
"ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს" - ასე აფასებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდების შედეგებს. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, არ არის კარგი გამოცდა. ”ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. ჩემი პოზიცია ამ გამოცდებთან დაკავშირებით იცით. ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა. ეს დღეს უკვე იმდენად პრობლემა არ არის, როგორც იყო, რადგან ჩვენ მასწავლებლებს უკვე დავპირდით, რომ იქნება გამოცდის ბევრი ალტერნატივა. საგნის გამოცდა მხოლოდ ერთი მეთოდი იქნება, ასევე იქნება პედაგოგიკის უნარების გამოცდა, ადრე იყო და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი. მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, გადაწყვიტონ რომელი მიმართულებით წავიდნენ. ასევე, გვექნება კრიტერიუმები, მასწავლებლის სოციალური აქტივობა, ბავშვებთან, მშობლებთან, ოჯახებთან მუშაობა, რათა ბავშვები მეტად დაამოტივირონ, მაგალითად, პროფესიული ორიენტაციის კუთხით ან პატრიოტიზმის კუთხით”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ცნობისთვის, 2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 5 662. საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა. ასევე, ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე გასული დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)