|
2016-08-10 14:39:03, 1029 ნახვა
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: პრეზიდენტის გადასადგომად უკვე ნახევარი მილიონი ხელმოწერა შევაგროვეთ
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი გიორგი მარგველაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. როგორც პარტია "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რადგან ქვეყნის პირველი პირი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქართველობას და ქართულ სახელმწიფოებრიობას ვნებს. "გუშინ პრეზიდენტმა ლეგიტიმაციის გარეშე დააყენა თავისი თავი, როდესაც ნახევარი მილიონი მოქალაქის წინააღმდეგ წავიდა. ამიტომ პრეზიდენტი, რომელიც ემორჩილება არა ქართველი ერის ნებას, არამედ ანტიქართულ იდეებს უნდა გადადგეს. ამ ადამიანმა ერთი ხმაც კი არ მიიღო, თავისი ოჯახის წევრების გარდა. ჩვენ მისი გადადგომის მოთხოვნას დღისწესრიგში აუცილებლად დავაყენებთ. დღეს 5 საათზე ჩატარდება საგანგებო ბრიფინგი, სადაც ჩვენ გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციებთან და იმ სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას უზრუნველყოფს", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. მოძრაობა ”ეროვნულების” ლიდერის თქმით, მათ ნახევარი მილიონი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა არ გაიზიარა და რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)