|
2016-07-30 14:23:56, 1415 ნახვა
სამართალი
სუს-ი დუისელი ახალგაზრდის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვ. ხ. დააკავეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე ახმეტის რაიონის სოფ. დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვ. ხ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტზე სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით და იმავე დღეს დადგინდა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ტერორისტული აქტის ქმედების ჩადენის მუქარის ავტორი - ვ. ხ. ამავე დღეს განხორციელდა ვ. ხ.-ს პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი მისამართის ჩხრეკა. დაკითხვის პროცესში, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე ითვალისწინებს).
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)