|
2016-07-27 11:42:54, 1307 ნახვა
სამართალი
შსს-მ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, მცირეწლოვნის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. თბილისში დააკავეს. “მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის - მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნის მიზნით, განხორციელდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება. აღებული იქნა რამდენიმე ასეული ნიმუში საექსპერტო კვლევებისთვის. ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა, მათ შორის, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ფიზიკო-ტექნიკური, ქიმიური, სახანძრო-ტექნიკური და სხვა. მოწმის სახით დაიკითხა ასეულობით პირი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესწავლილი და დამუშავებული იქნა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი სხვადასხვა ვერსია. შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, მცირეწლოვნის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ.-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, დილით, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად, მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით - მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)