|
2016-07-25 20:28:45, 1124 ნახვა
სამართალი
ლომჯარია: ფაქტები, რომლებზეც პაპუაშვილმა ისაუბრა მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს შეიცავს
"ფაქტები, რომლებზეც პაპუაშვილმა ისაუბრა შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს" - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა, ”სამართლიანი არჩევნების” წევრმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ლომჯარიას განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული მოსამართლეების სახელები და გვარები არ დაუსახელებია. „გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ გარკვეული ზეწოლების შესახებ. მან ისაუბრა რამდენიმე ფაქტის შესახებ, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. არ ყოფილა დასახელებული მოსამართლეების კონკრეტული სახელი და გვარები. ის ფაქტები, რომლებზეც მან ისაუბრა შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და ზეწოლის მცდელობას. მისი მხრიდან არც საქმეებზე არ ყოფილა დაკონკრეტება, თუ რომელ საქმეებთან დაკავშირებით ხდებოდა ზეწოლა. ამასთან, გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, მათ მიმართეს პროკურატურას, თუმცა არ მომხდარა რეაგირება, ამიტომ მას გააჩნია საგამოძოებო უწყების მიმართ უნდობლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა რჩებოდეს რეაგირების გარეშე. ერთი მხრივ, მოსამართლეებმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ ფაქტების დროული და ობიექტური გამოძიება და ასევე იმ მოსამართლეებს, რომლებიც მისცემენ ჩვენებას, უნდა მისცეს მყარი გარანტიები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. თავის მხრივ, გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო იმ ქმედებებს, რაც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებით.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)