|
2016-06-30 19:47:20, 638 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი შიდაპარტიულ კვლევებზე: იძულებული ვიყავით, კვლევები გამოგვექვეყნებინა
„ქართული ოცნება“ შიდა პარტიული კვლევების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა იძულებული ვიყავით, კვლევები გამოქვეყნებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. „საერთოდ ვფიქრობ, რომ კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. ძალიან ხშირად, წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს. ჩვენ გვქონდა შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით გამოქვეყნებას, მაგრამ გაკეთდა განცხადებები, თითქოს ჩვენ გვეშინია კვლევების გამოქვეყნების, ამიტომ იძულებული გავხდით, გამოგვექვეყნებინა“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველა პარტია სოციალოგიურ კვლევას მუდმივ რეჟიმში ატარებს და ეს მხოლოდ საარჩევნო პროცესს არ ეხება, ეს ეხება ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, თუ როგორ აისახება ეს საზოგადოებრივ აზრზე. „ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც ხდება ყველა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი აღქმა და ეს აღქმა ემყარება ძალიან ბევრ შეხვედრას, საჯარო შეხვედრებს, ქვეყნის რეგიონებში ძალიან აქტიურ მუშაობას, ჩვენ შიდა კვლევებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურ უმრავლესობას. ვნახოთ, რა რაოდენობაში იქნება ეს გამოხატული, მაგრამ ჩვენ მყარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ვნახოთ , არჩევენები წინ არის. მთავარია ერთი რამ - არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და დაფიქსირდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს დემოკრატიზაციის", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩატარდეს მშვიდობიანი, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)