16:43 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 19:34:02, 620 ნახვა

პოლიტიკა
კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 70% ევროკავშირში გაწევრიანებას, ნატოს წევრობას კი 64% უჭერს მხარს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 70% ევროკავშირში გაწევრიანებს უჭერს მხარს.

კითხვაზე,  უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას? გამოკითხულთა 70% უჭერს; უფრო კი, ვიდრე არა - 9%; უფრო არა, ვიდრე კი - 3%; არა - 15%;  არ ვიცი- 2%; უარი პასუხზე  -0%.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% ნატო-ში გაწერვიანების მხარდამჭერია.

კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - ნატო-ში გაწევრიანებას? დადებითი პასუხი 64%-მა გამოკითხულმა გასცა; უფრო კი, ვიდრე არა - 9%; უფრო არა, ვიდრე კი - 4%; არა-19%; არ ვიცი - 3%; უარი პასუხზე - 0%.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა.

კვლევის ფარგლებში 1 500 ადამიანი გამოიკითხა.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics