|
2016-06-28 13:03:35, 657 ნახვა
პოლიტიკა
GFK: გამოკითხულთა 12,6 % საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მარგველაშვილს, 9,9 % ბაქრაძეს, 7,1 % კი, სააკაშვილს დაუჭერდა
ამერიკულ-გერმანული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, კითხვაზე: შემდეგ კვირას, საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას - გამოკითხული 2200 ადამიანიდან 12.6% მხარს გიორგი მარგველაშვილის უჭერს. GFK-ის მიერ 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებში მეორე ადგილს დავით ბაქრაძე 9.9%-ით იკავებს. გამოკითხულთა 7.1% საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს მისცემდა ხმას. პაატა ბურჭულაძეს 5.4%. კვლევის თანახმად, ირაკლი ალასანიას 5.0% უჭერს მხარს. შალვა ნათელაშვილს გამოკითხული მოსახლეობის 3.1% ანიჭებს უპირატესობას. გიორგი კვირიკაშვილი მისაღებია მხოლოდ 2.6%-ისთვის. ბიძინა ივანიშვილის მხარს მხოლოდ 2%-ი დაუჭერდა. ასევე 2%-ი ხმას ნინო ბურჯანაძეს მისცემდა. 2200 ადამიანიდან 1.1 %-ისთვის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაა მისაღები. დავით თარხან-მოურავს ხმას 0.7% აძლევს. ლევან ვასაძეს 0.6%, დავით სერგეენკო კი 0.4%-ისთვსი არის მისაღები. ირმა ინაშვილის კანდიდატურას 0.4% უჭერს მხარს. ასევე 0.45% გიორგი ვაშაძეს უჭერს ხმარს. გიგი უგულავა მოსწონს - 0.3%-ს. დავით უსუფაშვილის მხარდამჭერი 0.3% აღმოჩნდა. გიორგი თარგამაძის მომხრე 0.2%-ია და ასევე სალომე ზურაბიშვილს 0.2% დაუჭერდა მხარს. სახელისუფლებო კანდიდატი გამოკითხული მოსახლეობის 0.2%-ისთვის არის მისაღები. ცნობისთვის, სოციოლოგიური გამოკითხვა, "რუსთავი-2"-ის დაკვეთით ჩატარდა. გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.%.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)