14:06 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 20:07:33, 637 ნახვა

პოლიტიკა
ანგელა მერკელი: დღევანდელი დღე ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი გახდა

"დღევანდელი დღე ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი გახდა" - ასე აფასებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, დღევანდელი დღე გარდამტეხი გახდა გაერთიანების ევროპული პროცესისთვის.

„დღევანდელი დღე ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი გახდა, გარდამტეხი გახდა გაერთიანების ევროპული პროცესისთვის“, - განაცხადა ანგელა მერკელმა ბერლინში, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ გერმანიაზეა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და დაინტერესება, რომ ევროპის გაერთიანება წარმატებით დაგვირგვინდეს. ამასთან, მერკელი აცხადებს, რომ საჭიროა ბევრი რამის გაანალიზება გააზრებულად და დინჯად.

ცნობისთვის, ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდის, მატეო რენცისა და დონალდ ტუსკის შეხვედრა, შესაძლოა, ორშაბათს, 27 ივნისს გაიმართოს. სამშაბათს კი, მერკელი ბუნდესტაგის სპეციალურ სხდომაზე სიტყვით გამოვა, რომელზეც გერმანიის მთავრობის პოზიციაზე ისაუბრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics