13:10 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 10:42:29, 616 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიხტენშტაინსა და ბრიუსელს ეწვევა

22-23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიხტენშტაინის სამთავრობოსა და ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიხტენშტაინის საგრაფოში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრთან აურელია ფრიკთან, ასევე  ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველთან პრინც ალიოსთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან  ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინში.

23 ივნისს მინისტრი ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მისი შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. მინისტრი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics