|
2016-05-13 12:09:32, 655 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გააგრძელა
პარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააგრძელა. კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია და მთელ რიგ მუხლებთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი. მომხსენებელმა დეპუტატებს ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ შევიდა. ერთ-ერთი ასეთი ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება, ხოლო რა დროში მოხდება მისი ვებგვერდზე ატვირთვა, ეკა ბესელიას განმარტებით, ეს სასამართლოს დისკრეცია იქნება. პროექტის პირველი ვერსიაში ეწერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნება. უმცირესობის წევრებისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ნაცვლად 10 დღისა, აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე. ისინი არ ეთანხმებიან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად საჭირო კვორუმის 5-დან 6-მდე გაზრდას. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმარტა, კვორუმის გაზრდის შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებებს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნებათ, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ იზიარებენ, კანონპროექტის იმ ჩანაწერსაც, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა“. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და არა 6 წევრი, როგორც ეს პროექტში იყო მითითებული.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)