|
2016-05-13 09:25:01, 641 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ქართულ დიასპორას: საქართველო ყოველთვის გელოდებათ
„საქართველო ყოველთვის გელოდებათ“,- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ქართულ დიასპორას. პრემიერი ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომლის შემდეგ ლონდონში მცხოვრებ ქართველებს ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მოხარულია ლონდონში ქართული მართლმადიდებლური კულტურის კერის არსებობით. „არის ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ასეთი ფილმი „სახლი", რომელიც მოგვითხრობს, აშშ-ში, ქართული ეკლესიის წიაღში, როგორ ნარჩუნდება ქართული ოჯახური ტრადიციები და როგორ იზრდებიან ბავშვები ქართული კულტურის ზეგავლენით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლონდონში არსებობს ქართული მართლმადიდებლური კულტურის ასეთი კერა და არის საშუალება, ქართულმა ოჯახებმა აქ მოიყარონ თავი. საქართველო ყოველთვის გელოდებათ, თუმცა მე არ გეტყვით, რომ ყველა თქვენგანი დაბრუნებულიყოს, არ ვიცი, ეს რამდენად სწორი იქნებოდა. ბევრი თქვენგანი შეიძლება აქ ცხოვრობდეს, მაგრამ არანაკლებს აკეთებდეს თავისი ქვეყნისთვის. გვიყვარხართ ძალიან და ყოველთვის გელოდებით. ყველა თქვენს ძვირფას ადამიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ბედნიერებას ვუსურვებ", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს. კვირიკაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს, რომელმაც ტაძარი შეისყიდა და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის დიდი საჩუქარი საქართველოსთვის, რაც ბიზნესმენის მხრიდან ქველმოქმედების ერთ+ადერთი მაგალითი არ არის. საზეიმო პარაკლისის დასრულების შემდეგ, პრემიერი დიასპორის წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში ესაუბრა და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)