|
2016-05-12 22:34:53, 458 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: პატივს ვცემ პარლამენტს, მაგრამ ხვალ მისვლას ნამდვილად ვერ მოვახერხებ
"პატივს ვცემ პარლამენტს, მაგრამ ხვალ მისვლას ნამდვილად ვერ მოვახერხებ" - ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გემოლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. დღეს პარლამენტში მას უსაფრთხოების სამსახურის შესახებ დეპუტატებისთვის ანგარიში უნდა გაეცნო, თუმცა დროის პრობლემის გამო ეს ვერ მოხერხდა. ,,მე პატივს ვცემ პარლამენტს, კანონს. ერთხელ ვიყავი ჩამოსული და ახლა მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რომ არ ყოფილიყო მითქმა-მოთქმა - ჩამოვიდა და არ დაესწროო. დატვირთული გრაფიკი მაქვს. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ძალიან კარგი შეფასებები იყო ჩვენი კოლეგა სტრუქტურების პირველი პირებიდან. მინდოდა ეს საკითხიც გამეჟღერებინა დღევანდელ სხდომაზე. სამწუხაროდ, ძალიან ცუდია, რომ ვერ შედგა პარლამენტში ჩემი გამოსვლა და ანგარიშის მოსმენა. ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ პარლამენტში მოსვლას,რადგან სტუმრები გვყავს. შევეცდები, რომ ჩამოვიდე ისევ”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)