|
2016-05-12 18:45:01, 805 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე: იძულებული გავხდი, ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში
დღეს ქვეყანა არის ისეთ მდგომარეობაში, რომ იძულებული გავხდი, მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ტკბილი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “სახელმწიფო ხალხისათვის“ ასე ქვია პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ჩაუდგება. როგორც პაატა ბურჭულაძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც „საქართველოს განვითარების ფონდი" ჩამოაყალიბა, მთავრობასთან კომუნიკაციას ცდილობს, თუმცა, მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებში ბურჭულაძისათვის დრო არ გამოიძებნა". „მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ვერ გამოინახა დრო სახელმწიფო სტრუქტურებში იმისათვის, რომ ჩვენთან შეხვედრა მომხდარიყო და გაეზიარებინათ ჩვენი ხედვები. ჩვენ შემოვიარეთ საქართველოს სოფლები და ქალაქები, ვნახეთ, როგორ ცხოვროს ხალხი, აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“.დღეიდან ეს მოძრაობა იწყებს თავის ცხოვრებას. მე მყავს პოლიტიკური გუნდი, ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. პარლამენტში შესვლის შემდეგ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან და ჩვენს გვერდით იქნება მთელი საქართველო”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ბურჭულაძის განმარტებით, ამავე თვეში პარტიის ყრილობაც იგეგმება. „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერი მმართველი გუნდის ეჭვებსაც გამოეხმაურა, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. "9 წელი მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე, ყველა პოლიტიკური ლიდერის გვერდით ვიდექი მაშინ, როცა ის მოდიოდა მთავრობაში. დღეს ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ადამიანს, ვის გვერდითაც შეიძლება დადგომა. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება და სათავეში ჩავუდექი პოლიტიკურ ძალას”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)