|
2016-05-12 14:17:54, 507 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი საერთაშორისო ანტიკორუფციული სამიტის მუშაობაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლონდონში საერთაშორისო ანტიკორუფციულ სამიტზე იმყოფება. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი მასპინძლობს. ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. იუსტიციის მინისტრთან ერთად მის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. ღონისძიებას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, აგრეთვე, მსხვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო ანტიკორუფციული სამიტი გაერთიანებული სამეფოს მიერაა ორგანიზებული. ღონისძიების დელეგატები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ არსებული გამოწვევებისა და ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ მსჯელობენ და ერთმანეთს უზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის მიერ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით დაგროვილ გამოცდილებებს. დისკუსიები რამდენიმე სამუშაო სესიის ფარგლებში მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რა არის კორუფცია და რა საფრთხეებს შეიცავს ის სახელმწიფოსათვის; როგორ უნდა მოხდეს კორუფციის გამოვლენა მმართველობის სხვადასხვა დონეზე; რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობასა და კოორდინირებულ მუშაობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის; ინოვაციური ტექნოლოგიების როლი კორუფციის პრევენციის საქმეში და სხვ. სამიტზე გამართული დისკუსიების ნაწილი „პანამის დოკუმენტების“ დეტალების განხილვას ეთმობა. მონაწილე ქვეყნები ფარული კომპანიების გამოყენებით ფულის გათეთრების პრევენციისა და მათი აღკვეთის გზებზე მსჯელობენ. საერთაშორისო ანტიკორუფციული სამიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. სამიტი 11 მაისს დაიწყო და ის 12 მაისს დასრულდება. საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ანტიკორუფციული საბჭო ახორციელებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. საბჭო 47 უწყებას აერთიანებს, მათ შორის,აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უწყებებს, აგრეთვე, არასამთავრობო და საერთაშორისოორგანიზაციებსა და ბიზნესის სფეროს. ანტიკორუფციული საბჭო განსაზღვრავს კორუფციისწინააღმდეგბრძოლისზოგადპოლიტიკას, შეიმუშავებს ანტიკორუფციულსტრატეგიას,მისიგანხორციელებისსამოქმედოგეგმას და თვალყურს ადევნებს მის განხორციელებას. სწორმა და ეფექტურმა ანტიკორუფციულმა პოლიტიკამ განსაზღვრა საქართველოს წარმატება „ღიამმართველობისპარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში − 2016 წლის 4 მაისს საქართველო „OGP“-ის თანათავმჯდომარედ აირჩიეს. საქართველოს თანათავმჯდომარეობას მმართველი კომიტეტის 22 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი. თანათავმჯდომარეობის ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ (ამ პერიოდში საფრანგეთი იქნება თავმჯდომარე ქვეყანა) საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. საქართველოს თანათავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში „OGP“-ის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საფრანგეთთან ერთად წამყვანი როლი დაეკისრება.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)