|
2016-05-12 12:41:48, 588 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე: შეურაცხმყოფელია, როდესაც ყოველ დილით, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში გაკეთებულ შეფასებებს ველოდებოდეთ
გვინდა ის, რომ ქვეყანამ არ გადაუხვიოს ევროპულ გზას, გვინდა რომ ამ ევროპულ ოჯახში დავიწყოთ ცხოვრება, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, საქართველო ღირსეული, საკუთარი ტრადიციების მქონე, დამოუკიდებელი და სამაგალითო ქვეყანა უნდა იყოს. "არ გვინდა, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელი მდგომარეობა, როდესაც სხვაგან, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში გაკეთებულ შეფასებებს ველოდებოდეთ ყოველ დილით, გადიდებული თვალებით და მოლოდინში გასუსულები, რას იტყვიან ჩვენზე, შეგვიშვებენ თუ არა რომელიმე ქვეყანაში, დაგვეხმარებიან თუ არა ფულით, პოლიტიკური განცხადებებით თუ დემოკრატიის მშენებლობაში რჩევებით", - ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში. მისი თქმით, საქართველო ევროპელების ტოლი და სწორი, და არა ღარიბი, კორუმპირებული და ოკუპირებული იყოს. "ჩვენ ვართ ქართველები! გვქვია საქართველო! ჩვენ, ყველანი, ყველა ერის წარმომადგენელი ვცხოვრობთ ერთ სახლში და ამ სახლს ჰქვია საქართველო. ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით ღირსეული ერის ღირსეული ქვეყანა და ევროპელები და ამერიკელები იქნებიან ჩვენი ტოლი და სწორი, ჩვენი თანაბარუფლებიანი მეგობრები! როგორ? დასაწყისისთვის, დავემშვიდობოთ წარსულს. უნდა გავიგოთ, რომ ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და თან გაიყოლა ყველა ის პოლიტიკოსი, რომლის ამოცანა იყო სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლა და არა ქვეყნის აღზევება, სხვა პოლიტიკოსზე გამარჯვება და არა ქვეყნის გამარჯვება", - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც ბურჭულაძემ განცხადებაში აღნიშნა, 25 წელმა საქართველოს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არსებობა მოუტანა. "25 წელმა მოგვიტანა ის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არსებობს, მადლობა ყველას, ვინც ამისთვის იხარჯებოდა. იმავდროულად, მსოფლიოს რუკაზე არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მიზანი, რომელსაც არ აქვს მიმართულება, რომელიც არ გეგმავს მომავალს, რომელიც არ ცდილობს იყოს თავმოყვარე, ღირსეული, მებრძოლი, გავლენიანი", - ნათქვამია განცხადებაში.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)