|
2016-05-11 12:55:26, 599 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი პრეზიდენტზე: მისი განცხადებები ადამიანურად არასწორია, ეს მის ნამუსზე იყოს
მისი განცხადებები უბრალოდ ადამიანურად არასწორია, მაგრამ ასე თქვა და რა ვქნათ. ეს მის ნამუსზე იყოს, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც მარგველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეტიდაციის საკითხზე საუბრობდა. ბერძენიშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ „რესპუბლიკური პარტია“ იცავდა. “პრეზიდენტის განცხადებას “რესპუბლიკელებთან” დაკავშირებით უაღრესად არაკორექტულს ვუწოდებ, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს იცავდა “რესპუბილკური პარტია”. თუ ვინმე პრეზიდენტის გვერდით იდგა და ცდილობდა, რომ იგი არ გარიყულიყო ქართული პოლიტიკიდან, ეს დავით უსუფაშვილი იყო. მისი განცხადებები უბრალოდ ადამიანურად არასწორია, მაგრამ ასე თქვა და რა ვქნათ. ეს მის ნამუსზე იყოს”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ერთადერთი ფიგურა, რომელსაც სახე არ შეუცვლია არც მინისტრობის და არც პრემიერ-მინისტრობის დროს არის გიორგი კვირიკაშვილი. „ეს არის ის გუნდი, რომელიც ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, რომელიც უნისონში, სწორედ ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, ბატონი "ქართული ოცნების" დეპუტატი და ბატონი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატი, ერთად ქმნიდნენ იმ კანონპროექტს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპონდენცია არ მიეღო უცხოეთიდან. ნაკლებად ვერთვები ან ყურადღებას ვაქცევ ამ პროცესს. შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ამ 2-წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა, რომელთანაც მანამდეც შესაძლებელი იყო კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, მომავალშიც ასე იქნება, არის გიორგი კვირიკაშვილი. შესაბამისად, ახლა დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვისმჯელო, ამ პროცესს აქვს თავის ისტორია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)