|
2016-05-10 16:22:40, 580 ნახვა
პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: ნატო სულ გვეუბნება, მობრძანდით კარი ღიააო, მაგრამ იმ კარში ნაბიჯიც არ შეგვადგმევინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნებაში“ პრორუსულ ძალასა და პროგრესულ ჯგუფს შორის შიდა ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, შესაძლოა ვიღაც აკეთებს პრორუსულ განცხადებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდის პათოსი პრორუსულია. მისივე შეფასებით, თამაზ მეჭიაურის განცხადებები პრორუსული ჟღერადობის არ არის. „ქართული ოცნება“ პრორუსული არ არის, თუმცა ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას ვემხრობით. კოალიციის შიგნით შესაძლოა იყოს პრორუსული განცხადებებიც, მაგრამ ჩვენ ხომ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობთ და არა კოალიციაზე. თამაზ მეჭიაურის განცხადება პრორუსულის გამოხატულება არ ყოფილა. მეც ვიზიარებ მეჭიაურის შეფასებას, რომ არ გვინდა ნატოში შესვლა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე. მე არ მაქვს ამაზე კონკრეტული ინფორმაცია. თუ ასეთი წინაპირობა დაყენებული არ ყოფილა არასოდეს, მაშინ უნდა გავაგრძელოთ ალიანსისკენ სვლა. იგივე ნატო სულ გვეუბნება, რომ მობრძანდით კარი ღიაა, მაგრამ იმ კარში ნაბიჯიც არ შეგვადგმევინა. ნუ ვატყუებთ ქართველ ხალხს. კი ბატონო ჩვენ ვისწრაფით ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მაგრამ საპასუხო ნაბიჯები მათაც უნდა გადმოდგან“, - აცხადებს ნიშნიანიძე. დეპუტატი კომენტარს საქართველოში ნატოს წვრთნების შესახებაც აკეთებს და დასძენს, რომ ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. „ამას პროვოკაციად არ ვთვლი, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. რუსეთის ნებისმიერი გაღიზიანება შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს. თუნდაც ის საკითხი, რომ უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული არხები ქართულ ტელესივრცეში, მე შეცდომად მიმაჩნია. არაფრის მომცემი ნაბიჯების გადადგმისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა რა თქმა უნდა პრინციპულები უნდა ვიყოთ. ჩვენი ტერიტორიის ერთი სანტიმეტრიც არ გვემატება არავისთვის - რუსეთი იქნება, თურქეთი თუ ვინც არ უნდა იყოს ის“, - განუცხადა ომარ ნიშნიანიძემ „ექსპრესნიუსს“.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)