|
2016-05-10 15:46:54, 487 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არმაზ ახვლედიანი პარტია „ქართული ოცნებიდან“ დიდი ხანია წასულია
„თავისთავად ის ფაქტი, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის „ქართულ ოცნებაში", ესეც არის იმის ნიშანი, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს გაჯანსაღებაზე. მათ შორის საკადრო მიმართულებით" -განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, არმაზ ახვლედიანს მისი არაადექვატური ქმედებებისა და განცხადებების გამო დაახლოებით ერთი წლის წინ შეუჩერდა პოლისტსაბჭოს წევრობის სტატუსი. „არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან". მას დიდი ხანია დატოვებული აქვს პარტიის პოლიტიკური საბჭო. ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს პარტიაში. არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებები არ არის რელევანტური ჩვენთვის, ის არ არის ღირებული პოლიტიკური ფიგურა იმისათვის, რომ განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთოდ. მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მოვეკიდებით" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)