|
2016-05-10 13:27:53, 655 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: არჩევნებზე წაუსვლელობით ადამიანები ხელს აწერენ უუნარობას და მონობას
არჩევნებზე წაუსვლელობით ადამიანები ხელს აწერენ უუნარობას და მონობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისის პირველ სკოლაში, საჯარო ლექციაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საარჩევნოდ ყველა პოლიტიკოსი მზად არის, ისაუბროს, ამიტომ ხალხმა უარი კი არ უნდა თქვას მასთან საუბარზე, არამედ უნდა დაუჯდეს და ალაპარაკოს. „მაგალითად, 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არჩევნებზე არ აპირებს მისვლას. რეალურად ეს ხალხი ხმას აძლევს შავბნელ ძალას, რომელიც მას სამართავად გამოიყენებს. მერე ეს ძალა მოგვიბრუნდება და გვკითხავს, რა ნიშნით მთხოვ დემოკრატიას? რა ნიშნით მთხოვ მედიის თავისუფლებას? შენ არ აგირჩევივარ მე. იმის მიუხეადავად, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი, ის უნდა ვაიძულოთ, ჩვენ სასარგებლოდ იმუშაოს. საარჩევნოდ ყველა პოლიტიკოსი მზად არის, ისაუბროს, ამიტომ ხალხმა უარი კი არ უნდა თქვას მასთან საუბარზე, არამედ უნდა დაუჯდეს და ალაპარაკოს - რის გაკეთებას აპირებს, უნდა ალაპარაკოს არა ლოზუნგებით, არამედ უნდა კითხოს, რას აპირებს, როგორ აპირებს. მაგრამ, თუ ასე არ გააკეთებს და, უბრალოდ, უარს იტყვის არჩევნებზე წასვლაზე, მაშინ ის მოაწერს ხელს უუნარობას. სახლში დაჯდომით ის ხელს აწერს მონობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)