|
2016-05-10 13:03:22, 593 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: თუ უმრავლესობას დავტოვებთ, უმრავლესობა-უმცირესობა გაქრება და კვაჭანტირაძე და ბაქრაძე პოსტებს დატოვებენ
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თუ „რესპუბლიკური პარტია“ უმრავლესობას დატოვებს, გაქრება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და თანამდებობებს ზვიად კვაჭანტირაძე და დავით ბაქრაძე დატოვებენ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდება. „ვიღაცა შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის გათავისუფლებას შეეცადოს, რასაც ვერ შეძლებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე პოსტიდან არ უნდა წავიდეს. მას ამას მისი პარტია სთხოვს. პრეცედენტი იყო, როცა ბურჯანაძე ოპოზიციაში წავიდა, მაგრამ პოსტიდან არ წავიდა. ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტს რამენაირად დავამთავრებთ. ძალიან მინდა, რომ პროცესები მშვიდად წავიდეს და ჩვენი მინისტრები მაშინ გადადგნენ, როცა ამის საჭიროებას „რესპუბლიკური პარტია“ დაინახავს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. ცნობისთვის, უმრავლესობის შესანარჩუნებლად „ქართულ ოცნებას“ 76 დეპუტატი სჭირდება.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)