|
2016-05-09 16:28:23, 561 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სიების ფორმირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სიის საბოლოო სახე ცნობილი არჩევნების დანიშვნის შემდეგ გახდება. „ჩვენი საარჩევნო სიის საბოლოო სახე, ბუნებრივია, ცნობილი გახდება უშუალოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ანუ ზაფხულში. თუმცა მანამდე, უკვე დავაანონსეთ, რომ დაიწყება ახალი სახეების ეტაპობრივი წარდგენა", - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. ირაკლი კობახიძის თქმითვე, კონსულტაციები საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით იგი დანომრილი არ არის. „ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული ის, თუ როგორ გადანაწილდება რიგითობა სიაში", -განმარტა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გლდანის საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორია ფირცხელიანი წარადგინეს. შეხვედრა მოსახლეობასთან ავჭალაში, სარაჯიშვილის სკვერში გაიმართა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლა თანამოქალაქეებისათვის ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის მილოცვით დაიწყო. პარტიის გენერალურმა მდივანმა მოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილა საყოველთაო დაზღვევის პროგრამასა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)